ტოკიოში თოჯინების მწარმოებელმა კომპანია „კიუჯეცუმ“ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის თოჯინები წარმოადგინა. ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ტრადიციულ იაპონურ სამოსში არიან გამოწყობილები. თოჯინები, რომელთა ზომაც 38 სანტიმეტრს არ აღემატება, ქვეყანაში საგანგებოდ „გოგონების დღეს“ მიეძღვნა. კომპანია ინსპირაციის წყაროდ ყოველწლიურად გავლენიან ადამიანებს არჩევს პროტოტიპებად, რათა „გოგონების დღის“ აღნიშვნა მასშტაბურად მოხდეს.