ჩინელმა მეცნიერებმა პრიმატების კლონი გამოიყვანეს. გრძელკუდა მაკაკების კლონირება შანჰაის ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტში იმავე მეთოდით მოხდა, რომლითაც 1996 წელს მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველის, ცხვარi დოლის. პირველი კლონირებული მაკაკა მაიმუნი ჩჟუნ ჩჟუნი 27 ნოემბერს დაიბადა, მეორე კი, სახელად ხუა ხუა- 5 დეკემბერს. ეს მსოფლიოში მაიმუნების კლონირების პირველი პრეცედენტია.