ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ჯელალაბადში მომხდარ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 3 გარდაცვლილისა და 24 დაშავებულის შესახებ. თავდასხმა გუშინ ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ ოფისზე განხორციელდა. შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შემდეგაც ორგანიზაციის ოფიის ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.