თურქეთის მიმართულებით სირიის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტების აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 12 ადამიანი. თურქულ სააგენტო „დეილი საბაჰის“ინფორმაციით, რაკეტები, რომელიც 24 იანვარს აფრინის რაიონიდან დან გაშვეს, თურქეთის პროვინცია ქილისში ჩავარდა. პირველი რაკეტა მეჩეთს დაეცა, მეორე კი- საცხოვრებელ სახლს. ვითარება თურქეთ სირიის საზღვარზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანაკარამ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტო" დაიწყო.