ფხენიანის ბირთვული პროგრამის გამო აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები 16 ფიზიკურ და საზღვარგარეთ მცხოვრებ 4 ჩრდილოეთ კორეელ იურიდიულ პირს დაუწესდა. სანქციები შეეხება 6 მოსამართლესაც. შავ სიაში მოხვდა რუსეთში ბაზირებული კორპორაცია „რიონბონი,“ რომელიც ლითონის, მინერალებისა და ტექნიკის ექსპორტს აწარმოებს.