მეხუთე დღეა, თურქეთის არტილერია სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციებს ბომბავს. გამთენიისას დაიბომბა აფრინის გარეუბნები. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი იერიშების შედეგად 260 მებრძოლია ლიკვიდირებული. მათ შორის ქურთული დაჯგუფებებისა და ISIS-ის წევრებიც არიან. ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მხოლოდ აფრინის რაიონით არ შემოიფარგლება და სამხედრო ძალას ყველა მოსაზღვრე რეგიონში გამოიყენებს.