საბერძნეთის დედაქალაქში ეთნიკურმა ქურთებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ათენში მცხოვრებმა ქურთება სირიაში აფრინის რაიონში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო კამპანია გააპროტესტეს. ასობით დემონსტრანტი ქუჩებში მსვლელობის შემდეგ თურქეთის საელჩოს წინ შეიკრიბა. მათ თურქეთის პრეზიდენტს ტერორისტი უწოდეს.