ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში. მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ ლებაკას რაიონში რიხტერის შკალით 6 ბალი შეადგინა. სტიქიის ეპიცენტრი ბანტენის სანაპიროებიდან 10 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრამ 10-ზე მეტი სახლი დააზიანა. ინფორმაცია დაღუპულტა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.