თურქეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაეშის 14 წევრი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. დაკავებულთა შორის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი კეფაჰ ბაშირ ჰუსეინიცაა. დაკავებულები არიან ასევე ალჟირის, ერაყის, ჰოლანდიის, მაროკოს და ეგვიპტეს მოქალაქეები. ისინი თურქეთის ტერიტორიაზე სირიიდან მოხვდნენ. ორი მათგანი „ინტერპოლის“ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.