თურქეთის ქალაქ მარმარისში, სარიანის რაიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, პროსტიტუციის ბრალდებით სამართალდამცველებმა საქართველოს, რუსეთის და უზბეკეთის სამი მოქალაქე დააკავეს.
უზბეკეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე პროსტიტუციაში 7-ჯერ იყო შემჩნეული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლომ მას ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სამივე ქალი საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს.