მორიგი ინციდენტი ბელგიაში. ქალაქ გენტში რკინიგზის სადგურზე პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა. სროლის გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც დანით შეიარაღებულმა უცნობმა მათზე თავდასხმა სცადა. თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.