მიანმას ხელისუფლება მზად არის ქვეყნიდან გაქცეული როჰინჯა მუსლიმები უკან დააბრუნოს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Myanmar Times იტყობინება. როდის დაიწყება რეპატრიაციის პროცესი, ამ დრომდე უცნობია. გასულ წელს რაკჰაინის რაიონში მომხდარი შეტაკებების გამო ქვეყანა ასობით ათასმა მუსლიმმა დატოვა და თავი მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა.