უკრაინის პრეზიდენტი დონბასის რეინტეგრაციის კანონს ხელს მოაწერს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე ხელს მოვაწერ ამ დოკუმენტს, მას შემდეგ რაც მას უმაღლესი რადიდან მივიღებ,“-აღნიშნა პოროშენკომ.
კანონს დომბასის რეინტეგრაციის შესახებ უკრაინის პარლამენტმა მხარი გასულ კვირას დაუჭირა. მასში რუსეტი აგრესორ ქვეყნად არის მოხსენიებული.