სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში „ჯებჰათ ან ნუსრას“ მებრძოლების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასადის მომხრე ფორმირებებმა დაჯგუფების 1500-მდე მებრძოლი ალყაში მოიქციეს და მათ პოზიციებს ანადგურებენ. ჯებჰათ ან ნუსრას მებრძოლები სირიის არმიის შენაერთებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ და ალყის გარღვევას ცდილობენ. დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.