ქურთმა ამბოხებულებმა თურქებს 5 ტანკი გაუნადგურეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატიული კავშირის მებრძოლებმა ერთი ტანკი სოფელ კურდოსთან რაკეტით ააფეთქეს, დანარჩენი 4 კი დიკმეტაშისა და ტელ-რიფატის რაიონებში გაანადგურეს. გარდა ამისა, ქურთებმა რეიჰანლის თურქული დასახლებაც დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. სამხედრო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში დღეს დაიწყო. აფრინის რაიონში თურქებმა ტანკები შეიყვანეს. მანამდე კი ქურთებით დასახლებული აფრინი თურქულმა ავიაციამ დაბომბა.