ჩეხეთის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს ოპონენტთა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მას ქვეყანა რუსეთისა და ჩინეთისკენ მიჰყავს. ვრცელი ინტერვიუ მილოშ ზემანმა TV Nova-ს მისცა.
„ეს სულელური ბრალდებაა, მაგრამ თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, იმას გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებდი. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ნოემბერში რუსეთში ვიზიტისას არაერთ მსხვილ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მათ შორის რუსეთში 6 ათასი ჩეხური ტრაქტორის იმპორტირების შესახებ. Zator-ის ქარხანა წელიწადში მხოლოდ 3 ათას ტრაქტორს უშვებს. თავად განსაჯეთ, რამდენი ხნით იქნება უზრუნველყოფილი შეკვეთით ქარხანა და სამუშაო ადგილებით- ქარხანაში დასაქმებულები. რაც შეეხება იმას, თითქოსდა ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს ვაშორებ, ეს სრული სიცრუეა, რადგანაც ჩემი პრეზიდენტობის დროს შევიდა ქვეყანა ნატოში და დაიწყო მზადება ევროკავშირში შესასვლელად,“-აღნიშნა ზემანმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იირჟი დრაგოშს დაუპირისპირდება.