მახაჩკალის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მუსა მუსაევს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. კერძოდ კი მას ბრალი სახელმწიფო მიწების უკანონო გასხვისებაში ბრალდება, რითაც დაღესტნის რესპუბლიკას 80 მილიონი რუბლის ზარალი მიაყენა. ეჭვმიტანილის ბინასა და ოფისში ჩხრეკა ტარდება.