კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელობას ბრიუსელიდანაც შეძლებს.
„ახალი ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას იძლევა. მსხვილი პროექტები სწორედ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იმართება. ასეთი პირობები, რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ სჯობს უხელმძღვანელო მთავრობას ბრიუსელიდან, ვიდრე ციხიდან. ციხიდან ვერაფერს გავაკეთებ, აქ კი მუშაობა და ინსტიტუტების ღირსების დაცვა შემიძლია“, - აღნიშნა პუჩდემონმა, რომელიც თავს ამ დრომდე ბელგიის დედაქალაქს აფარებს.