თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარი პარლამენტმა უკვე დაუჭირა.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 2016 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. ანკარა გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მყოფ ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს.
გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის მთავრობამ 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა.