ჰაიტიში ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. პორტ ო პრენსში ამერიკის საელჩოსთან რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა.
მანიფესტანტებმა ე.წ. „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნების მიმართ ტრამპის დამოკიდებულება გააპროტესტეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სენატორებთან შეხვედრისას ამერიკის პრეზიდენტმა ჰაიტის და მსგავს ქვეყნებს, საიდანაც შეერთებული შტატები მიგრანტებს იღებს, ბინძური ხვრელები უწოდა.