სკანდალურ საიტ „ვიკილიკსის“ ინფორმატორი ჩელსი მენინგი სენატის არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა. სენატში მოხვედრა მას მერილენდის შტატიდან სურს. მენინგი პატიმრობიდან 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მაისში გაათავისუფლეს. ის სასჯელს საიდუმლო მასალების გასაჯაროვებისთვის იხდიდა. მენინგს 35 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელი მას ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეუმსუბუქა.