თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, რესტორანში, დაბადების დღეზე მიწვეულმა მომღერალმა სამი ადამიანი დაჭრა. იუბილარის მეგობრები მძიმე ჭრილობებით ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ერთ-ერთ ახალგაზრდას გადაჭრილი აქვს არტერია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დაჭრილის მამის განცხადებით, სცენაზე იუბილარის მეგობრებსა და მიწვეულ მომღერალს შორის სიმღერის შესრულების დაწყებული დაპირისპირების მომღერალმა სცენაზევე ერთ-ერთი სტუმარი დაჭრა, რამდენიმე წუთში კი გასაშველებლად მისული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაჭრა, შემდეგ კი ერთი ახალგაზრდა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა.
ადგილზე რამდენიმე წუთში სამართალდამცველებიც მივიდნენ და მუსიკოსი ადგილზე დააკავეს.
ბრალდებულის უფლებადამცველის ცნობით, მომღერალი წინასწარი დაკავების იზოლატორში სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ის ნაცემია.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.