უბედური შემთხვევა მექსიკაში. მეხიკოში სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მანქანას შეეჯახა. ინციდენტს 5 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. რა გახდა სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.