კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დღეს გაიმართება.
სხდომა ორჯერ გადაიდო, რადგანაც პროცესზე არ გამოცხადდნენ დეპუტატები, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ. საპროცესო კოდექსის თანახმად, ყველა ის, რიპი, რომელიც სააკაშვილს თავდებში ჩაუდგა, სასამართლო სხდომას უნდა დასწრებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გენერალური პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.