ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ორსულადაა. ამის შესახებ ჯესინდა არდერნმა მედიას პირადად აცნობა. მისი თქმით, ბავშვი ივნისში დაიბადება. 37 წლის არდერნის პარტნიორი კლარკ გეიფორდია. ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან. ჯესინდა არდერნმი 1856 წლის შემდეგ ახალი ზელანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.