დონალდ ტრამპის აზრით, მექსიკა მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანაა. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.
"ჩვენ გვჭირდება დამცავი კედელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ნარკოტიკების შემოტანა მექსიკიდან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყნად ითვლება, "- აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.