ლეგენდარული ფრანგი მსახიობი და მომღერალი ბრიჯიტ ბარდო სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ მან Paris Match-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ბრალდებების უმრავლესობა ფარისევლური და სასაცილოა. ბევრი მსახიობი ეკეკლუცება პროდიუსერებს იმისათვის, რომ როლი მიიღოს, შემდეგ კი მათ სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. პირადად მე არასდროს გავმხდარვარ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი, მამაკაცების კომპლიმენტები და ყურადღება კი ყოველთვის მსიამოვნებდა“-აღნიშნა მსახიობმა.
სექსუალური სკანდალის პირველი ფიგურანტი ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გახდა, რომელიც ძალადობასა და შევიწროვებაში 80-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა. ანალოგიური ბრალდება ათობით ცნობილ მსახიობს, რეჟისორს, პროდიუსერსა და პოლიტიკოსსაც წაუყენეს. ცნობილმა ქალბატონებმა სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ მასშტაბური კამპანიაც დაიწყეს, სახელმწოდებით Me Too.