ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის - 46%- ის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ.
კითხვაზე, თქვენი აზრით, თანასწორად მიიჩნევენ თუ არა საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს, გამოკითხულთა, 46% აცხადებს, რომ „არა“, 36 % ამბობს, -„დიახ", 18%-მა კი „არ იცის“.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.