დონალდ ტრამპი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი გონებრივი შესაძლებლობები ნორმაშია. ამის შესახებ თეთრი სახლის ექიმმა რონი ჯეკსონმა განაცხადა.
"მის გონებრივ შესაძლებლობებზე ან ნევროლოგიურ ფუნქციებზე კითხვები არ მაქვს", - აღნიშნა ჯეკსონმა, რომელიც ტრამპის პირადი ექიმიცაა, მანამდე კი ბარაკ ობამას ექიმიც იყო.