ჩრდილოეთ კორეას ჯერ არ უჩვენებია, რომ მოლაპარაკებებში შეიძლება სანდო პარტნიორი იყოს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. "პროდუქტიული მოლაპარაკებები გულისხმობს, რომ საჭიროა გყავდეს პარტნიორი, რომელსაც შეგიძლია ენდო. ჩრდილოეთ კორეას ჯერ არ უჩვენებია, რომ ის სანდო პარტნიორია. შეერთბული შტატები მზად არის დიალოგისთვის. ჩრდილოეთ კორეამ იცის, სად მოგვძებნოს", - განაცხადა რექს ტილერსონმა.