ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. 
არსებული ინფორმაციით, დაშავებული შუახნის ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მას ამ წუთებში სამედიცინო დახმარება უტარდება. 
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.