ფეხმძიმე ქალები ვენესუელაში ყოველთვიური დახმარების სახით 700 ათას ბოლივარს მიიღებენ, რაც 3,83 აშშ დოლარის ექვივალენტია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ყოველწლიურ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, ბავშვის გაჩენის შემდეგ დახმარება გაიზრდება და დედები მილიონ ბოლივარს (5,48 აშშ დოლარს) მიიღებენ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაუფასურებამ ვენესუელაში მწვავე ეკონომიკური და სასურსათო კრიზისი გამოიწვია. კატასტროფულად გაუფასურდა ეროვნული ვალუტაც. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებადღეისათვის 182 ათას ბოლივარს შეადგენს.