ფხენიანი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთი „ნოდონ სინმუნი“ თეთრი სახლის ლიდერის ტვიტერ-პოსტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას უფრო დიდი ბირთვული ღილაკი აქვს, ვიდრე კიმ ჩენ ინს.
„მსოფლიო შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. თუ ესეთი ბებერი მარაზმატული ადამიანი ხელისუფლების სათავეში იქნება, ამან შესაძლოა მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანოს. ის ნამდვილი სამხედრო მანიაკია,“-ნათქვამია განცხადებაში.