ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთში ალკოჰოლის მოხმარება 80 პროცენტით არის შემცირებული. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვარცოვამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში საგრძნობლად არის შემცირებული მწეველთა რაოდენობა. 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით თამბაქოს 22 პროცენტით ნაკლები ადამიანი ეწევა.