ცნობილმა ირლანდიელმა მომღერალმა დოლორეს ო’რიორდანმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფ The Cranberries-ის სოლისტი ბოლო დღეებში საშინელ დეპრესიაში იყო. თვითმკვლელობა მან 2013 წელსაც სცადა. 46 წლის ო’რიორდანი გუშინ ლონდონში მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა ადგენს.