იაპონიის ქალაქ გამაგორიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად შხამიანი თევზი ფუგუ მოხვდა. ადგილობრივმა სუპერმარკეტმა დელიკატესის 5 ულუფა გაყიდა, თუმცა თევზისთვის შიგნეულობის ამოცლა დაავიწყდა. თევზის ღვიძლი კი ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს.პოლიციამ გაყიდული თევზის 3 ულუფა უკვე ამოიღო, 2-ს კი ამ დრომდე ეძებს.
ფუგუს მომზადება ურთულესი პროცესია და ამისთვის სპეციალური ლიცენზიაა საჭირო. მცირე შეცდომამაც კი შესაძლოა ტრაგედია გამოიწვიოს. ფუგუთი მოწამვლის შემთხვევები იაპონიაში არცთუ იშვიათია და ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება. 1975 წელს ფუგუთი ლეგენდარული იაპონელი მსახიობი მუცუგორო ბანდო მერვე მოიწამლა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.