მასობრივი არეულობები კიევში. უმაღლეს რადასთან მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს, საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს და რუსეთის დროშები დაწვეს. სამართალდამცველებმა ცეცხლის ჩაქრობა სცადეს, მომიტინგეებმა კი პოლიციელებს ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს და ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.
არეულობის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლებამ სამთავრობო კვარტალში წესრიგის დასაცავად 4 ათასამდე სამართალდამცველი შეიყვანა. ამჟამად ვითარება ძალოვნების კონტროლს ექვემდებარება.