საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. სააკაშვილს დანაშაულებრივი დაჯგუფების მონაწილეებისთვის ხელშეწყობის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ. ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და შენობაში უკომენტაროდ შევიდა.