ფილიპინების ხელისუფლებამ მაიონის მთის სიახლოვეს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის მიზეზი მოქმედი ვოლკანის გააქტიურება გახდა. კრატერიდან ლავა გადმოდის, რის გამოც ფილიპინების ორ მუნიციპალიტეტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ევაკუირებულებისთვის უსაფრთხო რაიონებში 18 თავშესაფარია გახსნილი.