აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 
შესყიდვის ობიექტი:
ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ფართობი:17410 კვ.მ და 7153კვ.მ;)დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენისა (ტრიბუნებით 1500 ადგილზე) და საცურაო აუზის (ტრიბუნებით 1000 ადგილზე) საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მშენებლობა. 
კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობია 16 000 მ² (ფართობი დაზუსტდება პროექტირებისას), მათ შორის ყინულის არენის - 10500 კვ.მ, ხოლო საცურაო აუზის 5500 კვ.მ.
 
ყინულის არენა განკუთვნილი უნდა იყოს სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, შემდეგ სახეობებში: - ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალის, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების, დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების ჩასატარებლად.
 
საცურაო აუზი განკუთვნილი უნდა იყოს შეჯიბრებების ჩასატარებლად ცურვაში, წყალბურთში და მასობრივ ცურვაში, ტრიბუნებით 1000 დასაჯდომი ადგილი.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები. შენობა უნდა იყოს ენერგოეფექტური
 
პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება: 46 000 000 (ორმოცდაექვსი მილიონი) ლარი. 
მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.