პირი, რომელმაც კიევში სავარაუდოდ თემურ მახაურის ავტომობილი ააფეთქა, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
„უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ამჟამად უკრაინელი სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერს სწავლობენ, სადაც ჩანს, როგორ აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდგენელმა პირმა,
8 სექტემბერს კიევის ცენტრში ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანა ააფეთქეს, რომელშიც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაურის გარდა ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.