ჩერნოვცის პოლიციამ სააკაშვილის კორტეჟი გააჩერა. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი 1+1 იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები ჯიპითა და ორი მანქანით 150 კილომეტრ-საათში სიჩქარით გადაადგილდებოდნენ, რის გამოც ისინი პატრულმა გააჩერა. ხანმოკლე საუბრის შემდეგ კორტეჟმა გზა განაგრძო. სამართალდამცველებს მათთვის ჯარიმა არ გამოუწერიათ.