რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების დაწყების გამო დასავლელი ლიდერებისა და ნატოს მაღალჩინოსნების შეშფოთებას მოსკოვში ეხმაურებიან. საგანგებო განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.
„ბელარუსში რუსული ჯარების ყოფნა ნატოს საქმე არ არის. შეერთებულ შტატებს თავადაც საკმარისი ჯარები ჰყავს გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში,“-წერს პუშკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.