სროლა ერევანში. ქალაქის ცენტრში, ვერნისაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, თავდასხმა რესპუბლიკის მოედნის სიახლოვეს, სასტუმრო ტუფენკიანთან განხორციელდა.
მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ვინაობაც დგინდება. ცხედრის სიახლოვეს სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი იპოვეს. სროლის შედეგად სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებმა უკვე გადაკეტეს.