ტაილანდის სამხრეთ ნაწილში, იალას პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას მსხვერპლი მოყვა. დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე, 20-მდე კი დაიჭრა. ხელისუფლების ვარაუდით, ბომბები მუსლიმი ამბოხებულების მიერ იყო დამონტაჟებული. ამბოხებულები ტაილანდისგან გამოყოფას ითხოვენ.