ნატო უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს არ განიხილავს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინას თავდაცვის სექტორის გაძლიერებაში ეხმარება, ქვეყნისთვის მაპის მინიჭების საკითხი კი ალიანსის დღის წესრიგში არ დგას.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ალიანსს მაპის მინიჭების საკითხზე კონსულტაციების დაწყების თხოვნით მიმართა.