მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა მისი დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.
"სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მას უკვე გადასცეს სამართალდარღვევის შესახებ პროტოკოლი, თუმცა ამ დროისათვის მისი დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ გვაქვს,"-აღნიშნა შევჩენკომ.