უკრაინის პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საქმის შესწავლის პროცესშია, - ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ გაავრცელა.
„ქართული მხარისგან ამ მოთხოვნის მიღების შემდეგ, საექსტრადაციო შემოწმების მიზნით, ყველა მასალა პროკურატურას გადაეცა. თუ შემოწმება პოზიტიური შედეგით დასრულდება, შესაძლებელი იქნება შემდეგი პროცედურული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.