მიანმარიდან ბანგლადეშში 370 ათასამდე ლტოლვილი გადავიდა. საგანგაშო სტატისტიკას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. ვითარება რაკჰაინის რაიონში 25 აგვისტოს დაიძაბა. სახელისუფლო ძალებსა და მუსლიმ როჰინჯებს შორის შეტაკებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მუსლიმები მიანმარის ხელისუფლებას გენოციდში ადანაშაულებენ.