ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში მისი გამარჯვება არ სურდა. ამის შესახებ მან „იუ-ეს თუდეისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ტრამპსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ეჭვგარეშეა, პუტინს ჩემი წაგება და ტრამპის გამარჯვება სურდა. ტრამპის თანაშემწეების კავშირი კრემლთან უკვე დადასტურებულია,“-აღნიშნა კლინტონმა.